

სახელმწიფო უსაფრთხოება
—
გააქტიურებული
ფაშისტური მოძრაობა
“საქართველოს ეროვნული ერთობა” (YouTube-ზე არხი სახელწოდებით Geo National Unity) წარმოადგენს ფაშისტური იდეოლოგიის მქონე მოძრაობას, რომელიც 2016 წლიდანაა დარეგისტრირებული. მოძრაობის ლიდერი გიორგი (გიგა) ჭელიძეა, რომელიც 2018 წელს, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი 23 ცალი ქარხნული წესით დამზადებული საბრძოლო მასალის, 1943 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრის სამხედრო დანიშნულების ვაზნის, 7,62 მმ კალიბრის ,,კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის ავტომატების, კარაბინის, ხელისტყვიამფრქვევების და ა.შ ფლობისათვის გაასამართლეს. დაპატიმრებამდე, 2018 წლის 17 მაისს, ამ მოძრაობის მხარდამჭერებმა მსვლელობა გამართეს თბილისის ქუჩებში ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღის“ აღსანიშნავად. მსვლელობის მიმდინარეობისას ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გიორგი ჭელიძე, აცხადებდა, რომ “თუ გაგრძელდება აღვირახსნილობები," შავპერანგიანების სამოქალაქო გვარდიას შექმნიან და მზად არიან სამოქალაქო დაპირისპირებისთვის.
ადრეული აქტივობები
“საქართველოს ეროვნული ერთობა” (YouTube-ზე არხი სახელწოდებით Geo National Unity) წარმოადგენს ფაშისტური იდეოლოგიის მქონე მოძრაობას, რომელიც 2016 წლიდანაა დარეგისტრირებული. მოძრაობის ლიდერი გიორგი (გიგა) ჭელიძეა, რომელიც 2018 წელს, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი 23 ცალი ქარხნული წესით დამზადებული საბრძოლო მასალის, 1943 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრის სამხედრო დანიშნულების ვაზნის, 7,62 მმ კალიბრის ,,კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის ავტომატების, კარაბინის, ხელისტყვიამფრქვევების და ა.შ ფლობისათვის გაასამართლეს. დაპატიმრებამდე, 2018 წლის 17 მაისს, ამ მოძრაობის მხარდამჭერებმა მსვლელობა გამართეს თბილისის ქუჩებში ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღის“ აღსანიშნავად. მსვლელობის მიმდინარეობისას ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გიორგი ჭელიძე, აცხადებდა, რომ “თუ გაგრძელდება აღვირახსნილობები," შავპერანგიანების სამოქალაქო გვარდიას შექმნიან და მზად არიან სამოქალაქო დაპირისპირებისთვის.
სოციალურ პლატფორმებზე გააქტიურება
3,5 წლიანი პატიმრობის შემდეგ, 2022 წელს, “საქართველოს ეროვნულმა ერთობამ,” ჭელიძის მეთაურობით და მხარდამჭერებთან ერთად, სოციალურ პლატფორმებზე (YouTube, Facebook, TikTok, Telegram) აქტიურად დაიწყო ფაშისტური სიმბოლიკისა და იდეოლოგიის შემცველი კონტენტის ატვირთვა-გავრცელება. მოძრაობის ლიდერი წევრები, ჭელიძესთან ერთად, არიან თორნიკე ვაშაკიძე, ირაკლი ღუტიძე, ბექა ლოლაშვილი და გიორგი ჩირაძე.










ახალგაზრდა მხარდამჭერები
"საქართველოს ეროვნული ერთობის" მხარდამჭერების უმრავლესობას წარმოადგენენ არასრულწლოვნები. ამას ადასტურებს ლაივსტრიმის კომენტარები და “საქართველოს ეროვნული ერთობის” მიერ გავრცელებული ფოტოები/ვიდეოები, რომლებზეც ჩანან მოძრაობის მხარდამჭერები. ამას გარდა, ჭელიძის ძირითად სამიზნე აუდიტორია სწორედ ახალგაზრდებია. იგი მოუწოდებს 16-წლამდე თინეიჯერებს, შეუთანხმონ მშობლებს და გაწევრიანდნენ მოძრაობაში, ხოლო 16 წლის ზემოთ, მისი თქმით, გასაწევრიანებლად და “სამკლაურის მისაღებად” მშობლების ნებართვა საჭირო აღარაა. ჭელიძე აქტიურად ხვდება თავის ახალგაზრდა მხარდამჭერებს ე.წ. “შტაბში” და იქიდანაც მართავს “ფაშისტურ საუბრებს.” ამას გარდა, ის და მისი მხარდამჭერები აქტიურად ავრცელებენ ლაივსტრიმებიდან ამოჭრილ მცირე მონაკვეთებს Tik-Tok-ზე და ფონად ურთავენ ამ პლატფორმაზე ტრენდულ მუსიკას, რათა, როგორც თავად ამბობს, ვიდეოები “გავარდეს”. აღსანიშნავია, რომ “GNU”-ს მხარდამჭერებისა და გამომწერების რაოდენობა უფროდაუფრო იმატებს.

ჭელიძე თავის მთავარ YouTube არხზე [შეიქმნა 2022 წლის 25 თებერვალს] ლაივსტრიმების მეშვეობით კვირაში 2-ჯერ (დაახლოებით 2-3 საათის განმავლობაში) ესაუბრება თავის გამომწერებს. იგი მხარდამჭერებს ყოველკვირეულად აცნობს თავის გეგმებს და უმთავრესად მათ “ტოტალურ პროპაგანდაში” ჩართვისკენ მოუწოდებს.
გარდა ამ იუთუბ არხისა, “საქართველოს ეროვნულ ერთობას” აქვს დამატებით 4 იუთუბ-არხი - “GNU Völkischer Beobachter”, “Völkischer Beobachter”, “GNU Völkischer Beobachter 2”, “ARYAN TV.”
YouTube არხი




მოძრაობას აგრეთვე აქვს Telegram არხი, რომლის მეშვეობითაც აქტიურად ავრცელებს ფაშისტური იდეოლოგიის მხარდამჭერ აზრებსა და ფოტოებს/ვიდეოებს. ლაივსტრიმების განმავლობაში, ჭელიძე კითხულობს ფაშისტურ ლიტერატურას, მაყურებლებს “განუმარტავს” მონაკვეთებს. ამასთან, მათ აცნობს ბენიტო მუსოლინის, ადოლფ ჰიტლერის აზრებს. ჭელიძემ თარგმნა “ჩემი ბრძოლა,” რომელსაც 35 ლარად ყიდის და ამ ინფორმაციის ამსახველ ფოტო-ტექსტუალურ მასალას ავრცელებს ტელეგრამ/იუთუბ არხებზე.
გიორგი (გიგა) ჭელიძე აპირებს 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას. შემუშავებული აქვს 14-პუნქტიანი გეგმა (ფაშისტურ იდეოლოგიაზე დაყრდნობით), რომლის განხილვის ვიდეოც განთავსებულია ფაშისტური მოძრაობის Youtube არხზე და თითოეული პუნქტის განხილვის კლიპები აქტიურად ვრცელდება სოციალურ პლატფორმებზე [მათ შორის, Tik-Tok-ზე]
სამომავლო პოლიტიკური გეგმები
ჭელიძე დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდა და შემდეგ საბოლოოდ დაიწყო თბილისის ქუჩებში თავისი მოძრაობის მხარდამჭერი პოსტერების გაკვრა. ეს, მისი თქმით, “ტოტალური პროპაგანდის” ნაწილია.
“საქართველოს ეროვნულ ერთობას” მხარდამჭერები ჰყავს ქუთაისში, სენაკში, რუსთავში და სხვადასხვა ქალაქებში, რომლებშიც მხარდამჭერებს ხვდება და სამომავლო შეხვედრებს გეგმავს. ჭელიძეს შეხვედრა უკვე ჰქონდა ქუთაისსა და სენაკში. მოძრაობამ თავის იუთუბ არხზე ატვირთა ქუთაისისა და სენაკის “ახლებური” გერბები, რომლებზეც დატანილია “საქართველოს ეროვნული ერთობის” შეკრების ამსახველი ფოტოები განთავსებულია სოციალურ პლატფორმებზეც
![]() | ![]() | ![]() | ![]() |
---|---|---|---|
![]() | ![]() | ![]() | ![]() |
![]() |
სახელებით მანიპულირება



გიგა ჭელიძე მანიპულირებს ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელებით - აცხადებს, რომ ისინი პირველი ქართველი ფაშისტები იყვნენ, აქტიურად ავრცელებს ვიდეოებს, რომლებიც ასახავს მათ საჯარო გამოსვლებს, აქვეყნებს მათ ფრაზებს, ინტერპრეტირებს თავისი სურვილისამებრ და ცდილობს, ამ პიროვნებების სახელი ასოცირებული გახადოს საკუთარ მოძრაობასთან - თავის თავს სიმბოლიკებითა და ვიდეოების editing-ის მეშვეობით უკავშირებს ამ პოლიტიკურ ფიგურებს.

ლაივსტრიმების განმავლობაში ჭელიძე ხშირად აჟღერებს მუქარის შემცველ მესიჯებს, მათ შორის, იმ მოსამართლის მიმართ, რომელმაც მისი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა 2018 წელს, აგრეთვე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიმართ, მის მოთხოვნებზე სამინისტროს მიერ უარის თქმის გამო.
“საქართველოს ეროვნული ერთობის” ლიდერი აქტიურად ცდილობს, დაუკავშირდეს სხვა ქვეყნის ფაშისტური მოძრაობების ლიდერებსაც. მან გერმანიის საელჩოში წერილი გაგზავნა 2022 წლის დეკემბერში გერმანიაში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ ამავე საკითხთან დაკავშირებით. წერილის ფოტოები გერმანულ და ქართულ ენებზე იუთუბის არხზეა გამოქვეყნებული]
"...გვსურს იცოდეთ, ჩვენი მოძრაობა "საქართველოს ეროვნული ერთობა" ყურადღებით აკვირდება ჩვენი თეთრი ძმების წინააღმდეგ განხორციელებულ სამართლებრივ მოქმედებებს და ველით თქვენი მთავრობისგან უტყუარ, შეთანხმებულ მტკიცებულებების საჯაროდ წარდგენას..."
"საქართველოს ეროვნული ერთობის" ლიდერს 2023 წლის თებერვალში შეხვედრა ჰქონდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებთან საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიაში. ამ შეხვედრის ამსახველი ვიდეო და ფოტოები განთავსებულია GNU-ს იუთუბ არხზე.
საქართველოს ეროვნული დარაზმულობა
ჭელიძე ახალგაზრდების მობილიზებას აქტიური სამხედრო ტრენინგების მეშვეობითაც ცდილობს. 2022 წლის 23 აგვისტოს ჭელიძემ “ქართული ეროვნული დარაზმულობა” დააარსა., ოფიციალური განცხადების მიხედვით, ეს პროექტი იმ ახალგაზრდებს აერთიანებს, რომელთაც სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზებაში მონაწილეობის, მომზადების და საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან კოორდინაციაში კონკრეტული დავალებების შექმნის სურვილი აქვთ. მან განათავსა შესაბამისი ფორმა და გარკვეული პერიოდის შემდეგ აქტიურად დაიწყო სამხედრო ტრენინგის ამსახველი ვიდეოებისა და ფოტოების გამოქვეყნება.
ამასთან, ჭელიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს გაუგზავნა მოთხოვნა სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაცია ,,ქართულ ეროვნულ დარაზმულობა”-ს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაწვრთნასთან დაკავშირებით, რაზეც ვირტუალური უარი მიიღო და შემდგომში გაასაჩივრა.






ზემოხსენებული ფაქტების მიუხედავად, საქართველოს უსაფრთხოების სამსახური არ მიმართავს ქმედით ნაბიჯებს. მოძრაობა კვლავ აგრძელებს ოპერირებას და აპირებს არჩევნებში მონაწილეობასაც.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 2023 წლის 13 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ავთანდილ ენუქიძემ, მოითხოვა “საქართველოს ეროვნული ერთობის” აკრძალვა და წევრების დაპატიმრება.
“საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უარი განაცხადა ავთანდილ ენუქიძის მოთხოვნაზე
ვთანდილ ენუქიძის ქმედების საპასუხოდ, ჭელიძემ გაგზავნა წერილი, რომელშიც ვკითხულობთ - “დაიწყოს კანონით გათვალისწინებული პროცედურები ვიცე-სპიკერის, ავთანდილ ენუქიძის მიმართ, იმპიჩმენტის გამოცხადების მიზნით."



კიბერუსაფრთოების ექსპერტის, ანდრო გოცირიძის შეფასებით, საჭიროა მკაცრი მოქმედება, რათა ნებისმიერი მათი ძალადობრივი მოქმედება დაისაჯოს. "თუკი საქართველოში ამგვარი ფაშისტური ჯგუფები მოაწყობენ ე.წ. პოგრომებს, ამით ისარგებლებს რუსეთი და შეეცდება სამხედრო ძალით დაიცვას საკუთარი მოქალაქეები საკუთარი საზღვრების გარეთ, ეს რეალურად შეიძლება საფრთხე იყოს საქართველოსთვის, ამიტომ ასეთი ჯგუფების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია საფუძველშივე უნდა აღკვეთო."
თაკო ინასარიძე
.png)
მითების დეტექტორის ლაბორატორია 2023